საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. საკითხს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 0 წინააღმდეგ წავიდა.
ცვლილებები არჩევნებზე ამომრჩევლის იძულებას, დაშინებასა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას ეხება. ქართულ ოცნებას სურს, ყველა მათგანი სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს.
"საარჩევნო კოდექსშივე მიეთითება, რომ მსგავსი ქმედების ჩადენის შემთხვევაში პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა - ანალოგიური ცვლილება შევა სისხლის სამართლის კოდექსშიც. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, ჩადენილი სხვადასხვა ფორმით გამოიწვევს ჯარიმას ან შინა პატიმრობას ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას". – თქვა არჩილ თალაკვაძეm ბრიფინგზე 26 აგვისტოს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ საარჩევნო კოდექსში რეალური პრობლემები გათვალისწინებული არ არის. ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ცვლილებები, რომელიც "ოცნებამ" საარჩევნო კოდექსში შეიტანა, "მეათეხარისხოვანია."