მეუფე შიო

მოსაყდრე შიო: ვეცადოთ, განვიწმინდოთ ჩვენი ცოდვებისგან, რათა მოვემზადოთ გარდაცვალებისთვის

ჩვენ ვადიდებთ ამ შესანიშნავ დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და ვფიქრობთ, რა დაგვიტოვა მან ჩვენ. რა მცნებები დაგვიტოვა, რა ანდერძი დაგვიტოვა. ჩვენ გვახსენდება ასევე წინასწარმეტყველება, რომელიც მან თქვა, რომ მისი ძის ყოველ სიტყვას, იესო ქრისტესი, იგი გულში იმარხავს [...] ეს არის მისი ცნებები და ცხოვრების გზა. ეს არის ორი მთავარი მაგალითი, რომელიც მან დაგვიტოვა, რომ ჩვენ გულში ვიმარხავდეთ უფალი იესო ქრისტეს სიტყვებს - ყველაფერს და აღვასრულოთ მისი ცნებები.

ჩვენ სახარებას ხშირად ვკითხულობთ. ხან ერთი მონაკვეთი განსაკუთრებით იმოქმედებს ჩვენზე, ხან მეორე. ეს ყოველთვის განახლებადია. ეს ყოველთვის ნიშნავს იმას, რომ უფალი ამ სიტყვებით ჩვენ მოგვმართავს და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ჩავუღრმავდეთ ღვთის ცნებებს, მის სიტყვას, ვეცადოთ, განვიწმინდოთ ჩვენი ცოდვებისგან, იმისთვის, რომ მოვემზადოთ გარდაცვალებისთვის. დღევანდელი დღე სწორედ გვეუბნება იმას, რომ გარდაცვალება - ეს არაა საშინელი რამ, არამედ ესაა ჩვენი იმედის, სიხარულისა და მარადიული ცხოვრების სასოების საგანი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან იცით, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია. ესაა ნიშანი, რომ განსაკუთრებით მფარველობს ჩვენ ქვეყანას. უფალმა ინებოს ჩვენი ერის გადარჩენა, გამთლიანება და გამრავლება. ამინ!

თქვა საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ (მუჯირი) სიონის საკათედრო ტაძარში.

კომენტარები