ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 3-ის ინფიცირების წყარო ცნობილი არაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან სამი პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით ცნობილი არ არის. დანარჩენი ორის ინფიცირების წყარო დაავადებულთან კონტაქტია, სამი შემოტანილია, სამივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

ეზუგბაიას ცნობით, დღესდღეობით კოვიდცენტრებში 232 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან ოთხის ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება, როგორც კრიტიკული, ხოლო 17-ისა, როგორც მძიმე.

დღეს, 28 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 6 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 455 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 1 196 გამოჯანმრთელდა, 19 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები