არჩევნები 2020

დეკანოიძე: ამ შეთანხმების დიდი ნაწილის შემსრულებელი სწორედ ნაციონალური მოძრაობაა

ისანში პოლიტიკური რეალობის შეცვლის შემდეგ, მათ შორის, რაც დაირღვა გაერთიანებული ოპოზიცია, ეს არ არის სიმართლე, თითქოს, ჩვენ არავის არ ველაპარაკებოდით, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

მე უბრალოდ მართლა მიკვირს ერთი რამ, აღარ ვეხები იმ რაღაც არაეთიკურ გამონათქვამებს, რომელსაც ვაწყდებოდი გუშინ სოციალურ ქსელებში სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერისგან რადგან ეს მე არ მახასიათებს, ეს მათ ახასიათებთ პირველ რიგში, მაგრამ მე მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ ასეთი აღშფოთება კარგი იქნებოდა მაშინ გამოხატულიყო, როდესაც თავიდან დაირღვა ერთობა, მათ შორის, საბურთალოს ოლქზე.

ჩვენ რომ არ გვეთქვა, რომ ჩვენ ვთმობთ ამ ოლქებს და იმ პროპორციიდან გამომდინარე სრული უფლება გვქონდა, რომ, პრაქტიკულად ყველგან დაგვეყენებინა კანდიდატი, მიუხედავად ამისა, ჩვენ შეთანხმებას ვასრულებთ. ამიტომ, ამ შეთანხმების დიდი ნაწილის შემსრულებლები ვართ სწორედ ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა.

ამბობს ისნის ოლქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატი ხატია დეკანოიძე. 26 აგვისტოს დადასტურდა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ოპოზიციის საერთო კანდიდატს, გიორგი ვაშაძეს ისანში კონკურენტი დაუყენა.

კომენტარები