არჩევნები 2020

ვაშაძე კონკურენტი კანდიდატის დაყენებაზე: ენმ-მ კვლავ გატეხა სიტყვა, დაარღვია შეთანხმება

"ნაციონალურმა მოძრაობამ კვლავ გატეხა სიტყვა, დაარღვია შეთანხმება და ეს არის ძალიან სამწუხარო. რაც შეეხება ისანს, ისანში გაიმარჯვებს ყველაზე ღირსეული". – თქვა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ ბრიფინგზე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, ოპოზიციის ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ვაშაძე.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გუშინ, 26 აგვისტოს, ისანში გიორგი ვაშაძეს კონკურენტად ხატია დეკანოიძე დაუყენა. გიორგი ვაშაძე ისნის ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატი იყო.

გიორგი ვაშაძემ და პარტიის კანონი და სამართალი დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა, გაერთიანება ძალა ერთობაშია 27 ივლისს დატოვეს და ახალი პლატფორმა სტრატეგია აღმაშენებელი შექმნეს.

ენმ-ს ცნობით, განხეთქილება მათსა და გიორგი ვაშაძეს შორის იმან გამოიწვია, რომ მას ოპოზიციური პარტიების მიერ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დასახელება სურდა.

კომენტარები