არჩევნები 2020

ვაშაძე: ენმ ისნისა და სხვა მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმებას არღვევს

ჩვენ გვქონდა შეთანხმება ისნისა და სხვა მაჟორიტარულ ოლქებზე და ამ შეთანხმებას არღვევს ნაციონალური მოძრაობა.

ეს არის მათი გადაწყვეტილება, ითამაშონ ოპოზიციური გაერთიანების შიგნით პოლიტიკური თამაშები, ნაცვლად იმისა, რომ შემოგვიერთდნენ "დამსხვრეული ოცნებების" პარტიის დასამარცხებლად საპარლამენტო არჩევნებში.

ჩვენს თანამოქალაქეებს არ აინტერესებთ პოლიტიკური ინტრიგები, ისინი ჩვენგან ელიან სიღარიბისა და კრიმინალის დამარცხებას, "დამსხვრეული ოცნებების" პარტიის დამარცხებას!

სულ ესაა, რაც შემიძლია გითხრათ. ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას ისნის ოლქში "დამსხვრეული ოცნებების" პარტიის კანდიდატზე და ჩემთან, როგორც ამ ქვეყნის მომავალ პრემიერ-მინისტრთან ერთად დავამარცხებთ კრიმინალსა და სიღარიბეს.

საქართველოში არცერთი ბავშვი აღარ უნდა შიმშილობდეს და მოქალაქეები ქუჩებში თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ. ეს არის ის, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და მაღელვებს!

წერს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ისანში გიორგი ვაშაძეს კონკურენტად ხატია დეკანოიძე დაუყენა.

კომენტარები