არჩევნები 2020

ბაქრაძე: ვალდებულები ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ მუსლიმი თემის პრობლემების მოსაგვარებლად

მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და მე დღეს მოვედი მეჩეთში და დავესწარი ლოცვას, რომ ამით გამოვხატო ჩემი პატივისცემა საქართველოს ქართველი მუსლიმი თემის მიმართ. ამ ადამიანებს აწუხებთ ძალიან ბევრი პრობლემა და ეს ხალხი არის ჩვენი საზოგადოების სისხლი და ხორცი. ჩვენ ვალდებული ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოს მუსლიმი თემის პრობლემები მოგვარდეს, რომ ამ ადამიანებს ჰყავდეთ ღირსეული წარმომადგენელი პარლამენტში და ჩვენ ყველამ ერთად, ზოგმა მეჩეთში ლოცვით, ზოგმა ეკლესიაში ლოცვით, ზოგმა სინაგოგაში ლოცვით, ყველამ ერთად ავაშენოთ ჩვენი საერთო ქვეყანა, ჩვენი საერთო სამშობლო.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ასეთი მხარდაჭერა იყოს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს პარლამენტში ჰყავდეთ წარმომადგენელი და აქ, ზემო აჭარაში, ევროპულ საქართველოს ჰყავს ძალიან ძლიერი კანდიდატი, ძალიან წესიერი ადამიანი, ამ საზოგადოების ნაწილი, ჩვენი ქართველი მუსლიმი თემის ნაწილი ტარიელ ნაკაიძე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ამ კუთხის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე და ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტარიელ ნაკაიძე სოფელ დიდაჭარაში მეჩეთში, პარასკევის ლოცვას დაესწრნენ.

კომენტარები