მალი

მალის პრეზიდენტი სამხედროებმა დააკავეს, ის თანამდებობიდან გადადგა

იბრაჰიმ კეიტა
REUTERS

მალის პრეზიდენტი იბრაჰიმ ბაუბაკარ კეიტა თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც ის სამხედროებმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.

სატელევიზიო მიმართვაში კეიტამ თქვა, რომ ითხოვდა ქვეყნის მთავრობას და პარლამენტსაც.

"არ მსურს სისხლი დაიღვაროს ჩემი ხელისუფლებაში დარჩენის გამო. თუ დღეს შეიარაღებულ ძალებში გარკვეულ ელემენტებს სურთ სიტუაცია მათი ჩარევით დასრულდეს, განა სხვა არჩევანი მაქვს? არავის მიმართ არ ვარ სიძულვილით განწყობილი. ქვეყნის მიმართ ჩემი სიყვარული ამის უფლებას არ მაძლევს". – თქვა მან.

მანამდე სამხედროებმა დააკავეს და სამხედრო ბანაკში გადაიყვანეს ქვეყნის პრემიერმინისტრიც, რაც მეზობელი ქვეყნების მთავრობებმა და საფრანგეთმა დაგმეს. დაკავებულია კეიტას შვილი, რომელიც ეროვნული ასამბლეის სპიკერია. ასევე საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები.

სამხედროებში კეიტას მთავრობის მიმართ უკმაყოფილება ანაზღაურებისა და ჯიჰადისტურ დაჯგუფებებთან არსებული კონფლიქტის გამო გაჩნდა. კეიტამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა, თუმცა მოსახლეობის ნაწილში მის მიმართ უკმაყოფილება არსებობდა კორუფციის ბრალდებების, ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვისა და ზოგიერთ რეგიონში ძალადობის მაჩვენებლის ზრდის გამო. უკანასკნელ თვეებში ქვეყანაში რამდენიმე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიცია რეფორმებს ითხოვდა. მათ კეიტას კოალიციური მთავრობის შექმნაზე უარი უთხრეს.

კომენტარები