არჩევნები 2020

ვაშაძე: ფოთი საქართველოს ეკონომიკური არტერიაა, წარმატებული ქალაქების სიმბოლო უნდა იყოს

ფოთი არის ეკონომიკური არტერია მთელი საქართველოსი და ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ადგილზე არაფერი არ რჩება შემოსავლის სახით. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც არის საპორტო ქალაქი თუ სხვა ასეთი მძლავრი შემოსავლის მქონე ქალაქი, ყოველთვის შემოსავლიდან კონკრეტული თანხა რჩება ადგილზე. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ფოთმა მიიღოს სარგებელი პორტიდან, რომ ადგილობრივი მოსახლეობა უნდა გრძნობდეს, პორტის შემდგომი გაფართოება, იგივე თევზჭერის შემდგომი გაფართოება, მათზე ძალიან დიდ ზეგავლენას მოახდენს და მათ შემოსავალს მოუტანს. ამიტომ მე ვამბობ, რომ ყველა გადაზიდული ტვირთიდან გარკვეული პროცენტი უნდა წავიდეს ფოთის ბიუჯეტში.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია თევზჭერის საკითხი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს და ამ კუთხით ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები. მთავარი – ფოთი არამარტო ფოთისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის უნდა იყოს წარმატებული ქალაქების სიმბოლო. აქ სიღარიბე არ უნდა იყოს, აქ უნდა იქმნებოდეს სამუშაო ადგილები და ამას აუცილებლად გავაკეთებთ ერთად.

სტრტეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ფოთში, მოსახლეობასთან შეხვედრისას.

კომენტარები