სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ალბათ ამიტომ გადავრჩით, ძალიან რთულ პერიოდში, ომშიც ვმღერით

[...] ვერც ერთი ქართველი ვერ იტყვის, რომ ქართველია, თუ არ მოუსმენია მრავალჟამიერისთვის, მეგრული ნანასთვის, გურული კრიმანჭულისთვის და ა.შ. საგალობლები, რაც გვაქვს და რითაც ვლოცულობთ. ქართველი ერი არის ის ერი, რომელიც მუდამ მღერის, ლხინში, ჭირში. მღერის, როცა მუშაობს, მღერის ეკლესიაში და ეს არის მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ალბათ, ამით ვართ ჩვენ ასეთი ძლიერი. ალბათ, ამიტომაც გადავრჩით, რომ გვაქვს საშუალება, თუნდაც ძალიან მძიმე პერიოდში, მაგალითად, ომში ვიმღეროთ. ვისაც, ასევე სვანური ზარი არ გაუგონია, იმან არ იცის საქართველო.

თქვა სალომე ზურაბიშვილმა გურიაში ვიზიტისას, სადაც პრეზიდენტმა ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

კომენტარები