არჩევნები 2020

გახარია: როგორც ჩანს, ეკონომიკური კრიზისი იქნება საკმაოდ გრძელვადიანი

როგორც ნათელია და როგორც ჩანს, ეკონომიკური კრიზისი იქნება საკმაოდ გრძელვადიანი. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ზრუნვას ჩვენს მოქალაქეებზე და ვიქნებით მათ გვერდით.

ძირითადი პრინციპი იქნება გონივრული გადანაწილება. ქვეყნის შეზღუდული ეკონომიკური რესურსების, შესაძლებლობების გონივრული და სამართლიანი გადანაწილება, როგორც აქამდე ვაკეთებდით

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პანდემიის გამო მოსახლეობის დახმარების III ეტაპი გამოაცხადა. არჩევნებამდე სამი თვით ადრე გახარიამ ზამთრის კომუნალურების სუბსიდირება დააანონსა. მისივე თქმით, სწავლის დაწყებამდე 17 წლამდე ბავშვები და მოზარდები ერთჯერად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ, ხოლო სოციალურად დაუცველ სტუდენტებს (150 ქულამდე) ერთი სემესტრის საფასურს გადაუხდიან.

კომენტარები