საქართველოს მთავრობა

პრემიერი პრეზიდენტს დახურულ კარს მიღმა შეხვდა - საუბრის თემა უცნობია

მთავარი არხი

პრემიერი გიორგი გახარია საქართველოს პრეზიდენტს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. მისი მანქანა მთავარმა არხმა გადაიღო.

ტაბულას მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ ეს იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც პერიოდულად იმართება.

უცნობია, ისაუბრეს თუ არა პრემიერმა და პრეზიდენტმა გიორგი რურუას შეწყალების თემაზე, რასაც დასავლელი პარტნიორები ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს სენატორმა ჯიმ რიშმა და ევროპარლამენტარებმა - ანდრიუს კუბილიუსმა და ანა ფოტიგამ.

30 ივლისს, სასამართლომ მთავარი არხის თანადამფინანსებელს, გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები