გიორგი შაქარაშვილის საქმე

მცხეთის სასამართლოში შაქარაშვილის საქმეზე პირველი პროცესი მიმდინარეობს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში შაქარაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო პროკურატურის იმ შუამდგომლობაზე მსჯელობს, რომლითაც გამოძიებამ სრულწლოვანი ბრალდებულების წინასასამართლო სხდომის ჩატარების, 1 თვით გადადება მოითხოვა. უწყების განცხადებით, ეს დრო მათ საქმის მასალების სრულად მოსაპოვებლად სჭირდებათ.

თავის მხრივ, ბრალდების მხარის ადვოკატები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. მათ მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის 5 000-ლარიანი გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართეს. ამას პროკურატურა ეწინააღმდეგება. ისინი ამბობენ, რომ ბრალდებულებმა, გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლოა, მტკიცებულებები გაანადგურონ და მოწმეებზე ზეწოლა მოახდინონ.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია.

თავდაპირველად გამოძიება მათ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა. თუმცა, ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შემდეგ, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო – 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები