ინდოეთი

იშვიათი შემთხვევა - ხალიანი და შავი ლეოპარდი ერთად გადაიღეს

Mithun H

ინდოელმა ფოტოგრაფმა შავი და ხალიანი ლეოპარდის იშვიათი ფოტო გადაიღო.  

ფოტოზე ჩანს, თითქოს შავი ლეოპარდი ხალიანი ლეოპარდის ჩრდილია. ფოტოგრაფმა მათ "მარადიული წყვილი" უწოდა. იმისთვის, რომ ეს კადრი გადაეღო, ფოტოგრაფი მათ ექვსი დღის განმავლობაში ერთ ადგილას უცდიდა. 

"ამას ხშირად ვერ ნახავ - შესაძლოა, ცხოვრებაში ერთადერთხელ ნახო. შემეძლო, რომ ამგვარი მომენტისთვის 6 წელსაც მეცადა", - თქვა ფოტოგრაფმა.  

კომენტარები