არჩევნები 2020

გახარია: ქართველმა მოქალაქემ თავისუფლების, სამართლიანობის ფასი ძალიან კარგად შეიგრძნო

საქართველოში, გამოხატვის თავისუფლებიდან, მედიაპლურალიზმიდან, ინსტიტუტების განვითარებიდან დაწყებული და საარჩევნო სისტემით დამთავრებული, დემოკრატიზაციას არაფერი და ვერაფერი ვერ დაემუქრება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართველმა მოქალაქემ თავისუფლების ფასი ძალიან კარგად შეიგრძნო, სამართლიანობის ფასიც ძალიან კარგად შეიგრძნო, მედიათავისუფლებისა და პლურალიზმის ფასსაც ძალიან კარგად გრძნობს.

ახლა მიხვდება, თუ რას ნიშნავს პროპორციულთან უფრო ახლოს მყოფი საარჩევნო სისტემა, როგორ შეცვლის პოზიტიურისკენ ქართულ პოლიტიკურ კულტურას და ამას უკან ვერავინ ვეღარ დააბრუნებს. რაც უფრო მეტი შეფასება იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდირების პროცესის - ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვართ ამით.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია.

კომენტარები