ავღანეთი

ავღანეთში თინეიჯერმა გოგომ მშობლების დახოცვის გამო თალიბანის 2 წევრი მოკლა

BBC

ავღანეთში თინეიჯერმა გოგომ თალიბანის ორი წევრი მოკლა და რამდენიმე დაჭრა. ინფორმაციას ღურის პროვინციის წარმომადგენლები ადასტურებენ. შემთხვევა გასულ კვირას მოხდა.

გოგოს ასაკი 14-დან 16 წლამდეა. მან ოჯახის კუთვნილი AK-47 ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი აიღო და მშობლების მკვლელობაზე შურისძიების მიზნით თალიბანის მებრძოლებს ცეცხლი გაუხსნა.

თალიბანმა მისი მშობლები მთავრობის მხარდაჭერის გამო დახოცა.

მოგვიანებით, მათ სოფელში თალიბანის სხვა წევრებიც მივიდნენ, მაგრამ ადგილობრივებმა გააძევეს.

ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გოგო და მისი უმცროსი ძმა ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები.

კომენტარები