არჩევნები 2020

სამნიძე: სასამართლომ დააკმაყოფილა რესპუბლიკელების სარჩელი, ვრეგისტრირდებით საარჩევნოდ

http://eurus.ge/

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით, სასამართლომ მათი სარჩელი დააკმაყოფილა და შესაბამისად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირდებიან.

"სასამართლომ დააკმაყოფილა რესპუბლიკელების სარჩელი. ვრეგისტრირდებით საარჩევნოდ". – დაწერა მანდ ფეისბუქზე.

რესპუბლიკური პარტიის წევრებმა 19 ივლისს თქვეს, რომ ცესკომ მათ საარჩევნო რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

მიზეზად კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ვადების დარღვევა დაასახელა – ცესკოს მტკიცებით, პარტიის განცხადება კომისიაში 15 ივლისამდე უნდა შესულიყო. რესპუბლიკელები კი ამბობდნენ, რომ მათ განცხადება ფოსტით 14 ივლისს გაგზავნეს, რაც კანონით გათვალისწინებული ვადებში ჯდება.

კომენტარები