არჩევნები 2020

ვინ არიან ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით

ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა. ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, მმართველი გუნდის კანდიდატებს აერთიანებთ ერთი საერთო ნიშანი - წარმატება.

"თითოეული მათგანი გამოირჩევა ცხოვრების და საქმიანობის წარმატებული გამოცდილებით, ამ წარმატების საფუძველია ღირსება, პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - სამშობლის, საკუთარი კუთხის თუ უბნის სიყვარული". – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ქვეყნის მასშტაბით მმართველი პარტიის კანდიდატები იქნებიან:

  • საბურთალო - დავით სერგეენკო, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი
  • ვაკე - ნოდარ ტურძელაძე, ვაკის გამგებელი
  • გლდანი - ლევან კობიაშვილი, დეპუტატი
  • სამგორი - სოზარ სუბარი, ყოფილი მინისტრი
  • მთაწმინდა - ბექა ოდიშარია, მოქმედი დეპუტატი.
  • ისანი - კახი კახიშვილი, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი
  • ნაძალადევი - მიხეილ ყაველაშვილი, მოქმედი დეპუტატი.
  • დიდუბე-ჩუღურეთი - გია ვოლსკი, მოქმედი დეპუტატი.
  • ზუგდიდი - ირაკლი ჩიქოვანი, პრემიერის მრჩეველი.
  • ფოთი, ხობი, სენაკი - ირაკლი ხახუბია, მეწარმე, ქართული ოცნების წევრი.
  • აბაშის, მარტვილის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს ოლქი - ალექსანდრე მოწერელია, რეგიონის მოქმედი გუბერნატორი. 
  • რუსთავი - ნინო ლაცაბიძე, თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი.
  • მარნეულის და გარდაბნის ოლქი - მოქმედი მერი ზაურ დარგალი;
  • ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტები - გოგი მეშველიანი. ყოფილი გამგებელი.
  • ქუთაისის ოლქი - ზაზა ლომინაძე, ექიმი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე.
  • სამტრედია, წყალტუბოს, ვანის და ხონის მუნიციპალიტეტები - გივი ჭიჭინაძე. ქართული ხმების წევრი, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი.
  • საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის ოლქი - პაატა კვიჟინაძე, ეკონომისტი, მოქმედი დეპუტატი.
  • ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლის და ტყიბულის ოლქი - ბეჟან წაქაძე. ბიზნესმენი.
  • გორის და კასპის ოლქი - გიორგი ხოჯევანიშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი.
  • ხაშურის და ქარელის ოლქი - ზაზა დუგლაძე, მეწარმე.
  • ამბორალური, ონი, ცაგერი, ლენტეხის და მესტიის ოლქი - გოჩა ენუქიძე, ქართული ოცნების წევრი, მოქმედი დეპუტატი.
  • ახალციხის, ადიგენის, ბორჯომის და ასპინძის ოლქი - ანტონ ობოლაშვილი, ბიზნესმენი.
  • ახალქალაქის და ნინოწმინდის ოლქი - სამველ მანუკიანი, მოქმედი დეპუტატი.
  • ბათუმში - რესან კონცელიძე, სამართლის დოქტორი, იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.
  • ქობულეთი - ზაალ მიქელაძე, ექიმი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი.
  • ხულო, შუახევი, ქედის და ხელვაჩაურის ოლქი - ანზორ ბოლქვაძე, მოქმედი მაჟორიტარი.
  • მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის ოლქი - შალვა კერესელიძე, რეგიონის მოქმედი გუბერნატორი.
  • ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის ოლქი - ვასილ ჩიგოგიძე. ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსმა, ირაკლი კობახიძემ ის წარადგინა, როგორც "რეგიონის გამორჩეული წარმომადგენელი".
  • თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის ოლქი - ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის მოქმედი გუბერნატორი
  • გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღის და დედოფლისწყაროს ოლქი - დავით სონღულაშვილი, მოქმედი მაჟორიტარი.

კომენტარები