არჩევნები 2020

ქართული ოცნების კანდიდატების წარდგენას გოგა ხაინდრავა და ლაშა ნაცვლიშვილიც ესწრებიან

კოჯორში, "ბიოლის" კომპლექსში, სადაც ქართული ოცნება რამდენიმე წუთში მაჟორიტარ კანდიდატებს დაასახელებს, ქართული ოცნების PR-ის ხელმძღვანელი და მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და რეჟისორი გოგა ხაინდრავა ესწრებიან. 

მმართველმა გუნდმა არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია გუშინ, 19 ივლისს დაამტკიცა. 14 ივლისს, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე დაინიშნა.

ოპოზიციამ თბილისის ექვს რეგიონში საერთო მაჟორიტარი კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, მანდატები კი ასე გადანაწილდება: 120 მანდატი - პროპორციული სიით, 30 მანდატი - მაჟორიტარულით.

კომენტარები