არჩევნები 2020

გახარია: არჩევნებში ვართ, ზოგი პოლიტიკურ ზეწოლაზე ისაუბრებს, ზოგი - მედიაზე ზეწოლაზე

"რა პოლიტკურ ზეწოლაზე, ხალხნო? არჩევნებში ვართ, რა თქმა უნდა, ზოგი პოლიტიკურ ზეწოლაზე ისაუბრებს, ზოგი მედიაზე ზეწოლაზე ისაუბრებს", - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ოპოზიციის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე "გააცოცხლოს."

"მაგრამ, არსებობს გარემო, როდესაც ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არავის არასოდეს არ შეუზღუდავს. ვსაუბრობთ ღიად ყველასთან ყველაფერზე. მოდით, ასე გავაკეთოთ - არჩევნების ღირსეულად ჩატარება არ არის მხოლოდ ერთი პარტიის ან საზოგადოების რაღაც ნაწილის მიზანი, ჩვენი ყველას მიზანი უნდა იყოს. არცევნებით შეაფასებენ რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არა - ქვეყანას. 

ჩვენ ხომ ყველანი ვხვდებით, როდესაც უკვე გვაქვს თითქმის პროპორციული საარჩევნო სისტემა, საპარლამენტო დემოკრატია, ამ ქვეყანას შეუძლია, რომ დემოკრატიის თვალასზრისით შემდგომი ნაბიჯები გადადგას. ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ - ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატები ჩვენი ყველას ერთობლივი შრომის შედეგი უდნა იყოს და ახლა ამ არჩევნებს და საპარლამენტო სავარძლებს ნუ გადავაყოლებთ ქვეყანას, რა", - თქვა გახარიამ. 

ოპოზიციიური პარტიების საერთო განცხადების მიხედვით, ოქრუაშვილთან დაკავშირებული საქმის "გაცოცხლებით ივანიშვილი ცდილობს, ყველას დაანახვოს, რომ მის წინააღმდეგ აქტიური პოლიტიკური პოზიციის დაკავება სახიფათოა. განცხადებაში ასევე წერია, რომ თამლიანისა და ოქრუაშვილის საპატიმროებიდან გამოშვებით სიტუაცია ნაწილობრივ განიმუხტა, თუმცა გიორგი რურუას გათავისუფლება კვლავ პრინციპულ საკითხად რჩება. 

განცხადება სრულად - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები