გიორგი შაქარაშვილის საქმე

შაქარაშვილის საქმის მოწმე: შსს-ში კითხვები არ ჰქონიათ, მესენჯერი და ინსტაგრამი შემიმოწმეს

ლუკა ბეჟანიშვილი
ტვ პირველი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს, 17 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმეები გამოიკითხა. ერთ-ერთი მათგანი ლუკა ბეჟანიშვილია, რომელსაც, როგორც თავად ყვება, ნაცემმა ვახტანგ ახვლედიანმა გზატკეცილიდან დაურეკა და დახმარება სთხოვა. 

ლუკა ბეჟანიშვილმა გამოკითხვიდან გამოსვლის გამოკითხვის შემდეგ მედიასთან თქვა, რომ მას Facebook-მესენჯერი და ინსტაგრამი შეუმოწმეს და გამოძიებასთან მასთან სხვა კითხვები არ ჰქონია. 

"[ვახო ახვლედიანმა მითხრა], ნაცემი ვარ, ჩამოდი და წამიყვანეო. ვუთხარი ჩვენს უბნელს, რომელიც ტაქსისტია, რომ ჩამოეყვანა ვახო". – ამბობს ვახტანგ ახვლედიანი. 

კითხვაზე, რატომ დატოვა ვახტანგ ახვლედიანმა გიორგი შაქარაშვილი, რომელსაც თავდამსხმელები მისდევდნენ, ლუკა ბეჟანიშვილი პასუხობს, რომ ახვლედიანი დამალული იყო და არ იცოდა, სად იყო 19 წლის ფეხბურთელი. მისივე თქმით, სხვებსაც მისდევდნენ. 

ახვლედიანი იყო დამალული და რა იცოდა, შაქარაშვილი სად იყო. სხვებსაც მისდევდნენ. არაფერი არ უთქვამს. 

"სიტუაცია არ იყო, რომ ერთი სამი საათი იქ დამდგარიყვნენ და ეძებათ [სხვები], იმიტომ, რომ კიდევ რამე რომ მომხდარიყო, ყველა შარში უნდა გახვეულიყო და მანქანიდან ეძახნდნენ და ვინც იპოვეს წამოიყვანეს, ტელეფონით ჰქონდათ კომუნიკაცია, დანარჩენებს ტელეფონი არ ჰქონიათ და ვერ მიაგნეს". – თქვა ლუკა ბეჟანიშვილმა. 

მოწმის თქმით, მცხეთის გზატკეცილზე სამი მანქანით იმიტომ ავიდნენ, რომ ინფორმაცია ჰქონდათ, რომ იქიდან 6 ადამიანი უნდა წამოეყვანათ. 

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ აქამდე მხოლოდ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ.

თუმცა, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო – 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები