არჩევნები 2020

კობახიძე: დარწმუნებული ვართ, არჩევნები ოცნებისთვის დამაჯერებელი წარმატებით დასრულდება

როგორც მოგეხსენებათ, მე დავინიშნე საარჩევნო შტაბის უფროსად – გამოცდილებიდან გამომდინარე. ეს იყო ერთ-ერთი კრიტერიუმი. 2016 წელს მე ვიყავი შტაბის უფროსის მოადგილე საპარლამენტო არჩევნების დროს. შემდეგ ყველა არჩევნებზე ვიყავი შტაბის ხელმძღვანელი. ამ შემთხვევაშიც მე დავიკავებ ამ პოზიციას.  

ბუნებრივია, ყოველდღიურ რეჟიმში ვიქნები ჩართული შტაბის მუშაობაში. დარწმუნებული ვართ, რომ ეს არჩევნები დასრულდება ქართული ოცნებისთვის მორიგი ძალიან დამაჯერებელი წარმატებით

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. გუშინ, 14 ივლისს, კობახიძე ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დაინიშნა

კომენტარები