Coda წერილი

კორონავირუსის გამოწვევა რუსეთისთვის: საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგები - Coda წერილი

ავტორი: სოფიკო ვასაძე 

ადამიანები, რომლებსაც Covid-19-ზე შეთქმულების თეორიის სჯერათ, უფრო მეტად არღვევენ კარანტინის წესებს, - ნათქვამია ლონდონის კინგსის კოლეჯში ჩატარებულ ახალ კვლევაში. მაგალითად, 38%, ვინც თვლის, რომ არ არსებობს ძლიერი მტკიცებულება, რომ Covid-19 სინამდვილეში არსებობს, მკაცრი ჩაკეტვისას ეწვია მეგობრებს, შედარებით 12% -ს, ვინც ამ დაავადებას სერიოზულად ღებულობს. კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ მათ, ვინც შეთქმულების თეორიების სჯერათ, უფრო ხშირად ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან იღებენ. 

რუსეთი კორონავირუსის კრიზისს ახალი სისტემის შესაქმნელად იყენებს. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა, გამოაქვეყნა მოსკოვის ლიბერალური მისიის ფონდის მკვლევარის ლილია შევცოვას პუბლიკაცია, რომელიც აჩვენებს რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალ გეზსს პანდემიის კონტექსტში. 

შევცოვას კვლევის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთში, ერთპიროვნული მმართველობის მილიტარისტული სისტემა, რომელიც ოპოზიციის დევნასა და საპროტესტო აქციების დარბევით გადარჩენასაა მიჩვეული, ეპიდემიოლოგიური კატასტროფის წინაშე დაუცველი და მოუმზადებელი აღმოჩნდა. ავტორიტარული რეჟიმი, რომელსაც საგანგებო სიტუაციაში ავტორიტარული ზომების მიღება არ შეუძლია.

ლიბერალური ოპოზიციაც კი მოუწოდებდა კრემლს, რომ შემოეღო მკაცრი საგანგებო მდგომარეობა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, მაგრამ უშედეგოდ: კრემლი დიდხანს განაგრძობდა მდუმარებაში ყოფნას. 

შევცოვას განმარტებით რუსეთში პერსონალიებული ძალაუფლება კრიზისიდან გამოსვლის საშუალებას არ აძლევს. 

ძალაუფლების ვერტიკალური იერარქია ხელს უწყობს ქვედა რგოლების პასიურობას, რომლებიც უნდა დაელოდონ ბრძანებებს ზემოდან და ისინი ცდილობენ, არ დასუსტონ ლიდერის განწყობა.

პანდემიის დასაწყისში, პუტინი სცენიდან გაქრა და თავი აარიდა ყველაფერს რაც მის პოპულარობას არ იწვევდა. 

  • რუსეთის პრეზიდენტი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ მიმართავდა მაცხოვრებლებს.
  • იმალებოდა ნოვო-ოგარიოვოში მდებარე რეზიდენციაში, მხოლოდ მარტში დაიწყო ვიდეო-კონფერენცია მოსკოვსა და რეგიონებში, და დაავალა მათ გამკლავებოდნენ პანდემიას საკუთარი ძალებით. 
  • თავის ხანგრძლივ მიმართვაში 25 მარტს პუტინმა გადაწყვიტა თავი შეიკავებინა პანდემიის წინააღმდეგ მკაცრი ზომების დაწესებისგან.
  • მან არ გაატარა სათანადო ზომები უმუშევრების, მცირე და საშუალო ბიზნესის, ისევე როგორც პანდემიის შედეგად დაზარალებული მსხვილი კომპანიების მხარდასაჭერად.
  • გამოცხადებული ზომები დიდწილად  ჩამორჩებოდა სხვა სახელმწიფოების მიერ განხორციელებულ ზომებს.  

შემდეგ კი ტრადიციული რუსული გეზით განაგრძო გზა  -  ცუდი ამბების დამალვით და გარეკანზე ბრჭვიალა სურათის შექმნით: 

  • მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლისთავის მაინც პომპეზურად აღინიშნა. 
  • საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრის კამპანიაც ჩატარდა რეფერენდუმიც გაიმართა. კენჭისყრა 25 ივნისს დაიწყო და ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, რომლის დროსაც რუსეთში დაახლოებით 7,500 ახალი COVID-19 შემთხვევა და 135 გარდაცვალება იყო. სამაგიეროდ ქვეყნის პრეზიდენტი ხელისუფლებაში დარჩენას 2036 წლამდე შეძლებს.  

საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორი იქნება რუსეთის საგარეო პოლიტიკა პოსტ-კორონას ერაში. შევცოვა ვარაუდობს, რომ რუსეთის პოლიტიკის აქსიომები იგივე დარჩება, მაგრამ განხორციელების მექანიზმები შესაძლოა შეიცვალოს და რომ კრემლი უკვე ეძებს საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის განახლებისთვის, ახალ ვარიაცებს. 

პუტინს სურს დასავლეთს დაავიწყოს თავისი აზარტი უკრაინის მიმართ, გააუქმოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთის კვლავ შეუერთდეს “დიდი ძალების” კლუბს.

თავის  მხრივ, საქართველო  კრემლისთვის გამოცდაა. რუსეთის მიერ საქართველოს მიმართებაში დღეს წარმოებული პოლიტიკა შეიძლება განვიხილოთ როგორც კრემლის ამბიციებისა და მათი რეალიზაციის გზაზე არსებული დაბრკოლებების ერთობლიობა. საქართველოს მაგალითზე კრემლმა უნდა აჩვენოს, თუ რამდენად შეუძლია დამოუკიდებელი სახელმწიფოების საკუთარ ორბიტაზე შენარჩუნება და მათი დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრირების შეჩერება.

რუსეთმა დაიწყო ახალი  საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბება - ნაკლებად აგრესიული მოდელის ძებნა. გაჩნდა იდეა "ნეიტრალიტეტის" შესახებ.

გლობალური კორონავირუსის კრიზისი არ დასრულებულა. ის შედის მის ახალ ეტაპზე და მისი შედეგებიც არ არის ნათელი.

კომენტარები