ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 5 ახალი შემთხვევიდან 4 შემოტანილია, სატვირთოს მძღოლები არიან, 1 კარანტინიდანაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, დღეს, 9 ივლისს, დადასტურებული კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 4 შემოტანილია, აქედან ოთხივე სატვირთო მანქანის მძღოლია, მეხუთე კი საკარანტინო ზონაში დადასტურებული შემთხვევაა.

ეზუგბაიას ინფრომაციით, ახალი კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი განიკურნა, აქედან ერთი ინფექციური საავადმყოფოდან გაეწერა. კლინიკამ კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული მიიღო. ამ დროისთვის ინფექციურში კვლავ 22 პაციენტი მკურნალობს კოვიდინფექციის დადასტურებული დიაგნოზით.

9 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 968 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 844 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები