გიორგი შაქარაშვილის საქმე

შსს-ში შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე კაწროს გამოკითხვა დასრულდა

avto bilanishvili/facebook

შინაგან საქმეთა სამინისტროში, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე კაწროს გამოკითხვა დასრულდა.

შსს-ის შენობა მან კომენტარის გარეშე დატოვა. ბილანაშვილის გამოკითხვა 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

მისმა ადვოკატმა, თამარ აბესაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბილანიშვილმა მოიხადა მოქალაქეობრივი ვალი და უწყებას მტკიცებულებები წარუდგინა, რომელიც მის უდანაშაულობას ადასტურებს.

"ტელეფონის დეტალური ამონაწერი, ასევე სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ ავთანდილ ბილანიშვილი იმ პერიოდში იქ არ იმყოფებოდა. არ გასულა საერთოდ უბნიდან". - თქვა მან.

აბესაძის ცნობით, შსს-მ დაადგინა, ვინ არის ის თეთრპერანგიანი ახალგაზრდა კაცი, რომელიც სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს და რომელიც გურამ ამირხანაშვილს 4 წუთის განმავლობაში ესაუბრა. თუმცა, მისი თქმით, ეს "კაწრო" არ არის.

ადვოკატის მტკიცებით, მედიაში ცრუ ინფორმაიცია გავრცელდა.

"მე დავდგები და თქვენზე ვიტყვი რამეს, უნდა დაგიბარონ?" - უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, რატომ დაიბარეს ბილანაშვილი შსს-ში მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ.

აბესაძე ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არც ერთ ბრალდებულს არ იცნობს.

ტელეკომპანია იმედმა 17:19 საათზე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პირი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმეს, დაღუპულის მეგობარს, გურამ ამირხანაშვილს ესაუბრა, ქუჩის ავტორიტეტი ავთანდილ ბილანაშვილია, იგივე კაწრო. არხის მტკიცებით, სწორედ ბილანაშვილია ის პირი, რომელიც 19 ივნისს, გამთენიისას სათვალთვალო კამერებმა აღბეჭდეს და რომელიც თეთრი სატვირთო მიკროავტობუსით გადაადგილდება.

ქრონიკის ჟურნალისტმა ჩართვისას რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ეს იმედის ექსკლუზივია. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბილანაშვილი უკვე იდენტიფიცირებული ყავს. თუმცა, მოგვიანებით, 17:31-ზე ქრონიკის წამყვანმა, ნინო თოლორდავამ ინფორმაცია უარყო და განმარტა, რომ ეთერში დაუზუსტებელი ინფორმაცია გავიდა. მისი თქმით, გადაუმოწმებელი იყო ის, რომ ბილანიშვილი იდენტიფიცირებულია.

ქუჩის ავტორიტეტზე, ავთანდილ ბილანაშვილზე, იგივე კაწროზე შსს-ს ამ დრომდე არაფერი უთქვამს. უწყებისგან მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ "კაწრო" მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოკითხეს.

ტელეკომპანია მთავარი არხი რამდენიმე დღეა ამტკიცებს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ქუჩის ავტორიტეტი, ავთანდილ ბილანიშვილია ჩართული, რომელსაც, თავის მხრივ, ქართული ოცნების ხელისუფლება ხელს აფარებს, ვინაიდან ის ბერას ახლო მეგობარია.

რამდენიმე მედიის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის საქმეში მესამე მანქანა გაჩნდა – თეთრი სატვირთო მიკროავტობუსი, რომელიც შაქარაშვილის მეგობარს და შემთხვევის მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლუკ ოილის ბენზინგასამართ სადგურთან მაშინ შეხვდა, როცა ის ბრალდებულებმა ტოიოტა კამრიდან ჩამოსვეს.

კადრები თავდაპირველად ტელეკოპანია ფორმულამ მოიპოვა, შემდეგ კი სხვა მედიებმაც გაავრცელეს. გამოძიება ჯერჯერობიით ამ საკითხზე ოფიციალურად არ ლაპარაკობს და არც ეს კადრები უხსენებია.

ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ საქმეში ორი მანქანა ფიგურირებდა – ტოიოტა კამრი და მერსედესი, რომელშიც იჯდა ერთ-ერთი ბრალდებული ნ. ჟ. პროკურატურის ცნობით, სწორედ ის იყო შეირაღებული რკინის ხელკეტით იყო.

მედიების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ლუკ ოილის ბენზინგასამართ სადგურთან გურამ ამირხანაშვილი ტოიოტა კამრიდან გადმოდის, თითქოს ქუჩაზე გადასვლას ცდილობს, შემდეგ კი უკან ბრუნდება. რამდენიმე წუთში ადგილზე მოდის თეთრი მიკროავტობუსი, საიდანაც გადმოდის ახალგაზრდა კაცი და მიდის იმ მიმართულებით, სადაც დგას ამირხანაშვილი. მთავარი არხი ვარაუდობს, რომ ის ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწროა, რომელიც ამირხანაშვილს 4 წუთის განმავლობაში ელაპარაკება და სავარაუდოდ, "ამუშავებს" ამირხანაშვილს ჩვენების მიცემის თაობაზე. ასევე, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვერსია, ტეთრპერანგიანი კაცი, რომელიც ამირხანაშვილს შეხვდა, არა თავად კაწრო, არამედ მისი მეგობარი ოთარ კერესელიძეა.

გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმეების მიერ შეცვლილ ჩვენებებზე წაიკითხეთ აქ.

კომენტარები