გიორგი შაქარაშვილის საქმე

ვოლსკი შაქარაშვილის საქმეზე: გამოძიებასთან კითხვები პოლიტიკური კუთხით არსებობს, უზნეობაა

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი არსებობს, რომ გამოძიებასთან კითხვები პოლიტიკური კუთხიდან არსებობს და ეს უზნეობაა.

"გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს სუფთა პოლიტიკური პლატფორმიდან გამომდინარე. ეს არის უზნეობა. გამოძიებას თავადაც აქვს უამრავი კითხვა და საკმაოდ დიდი რაოდენობა ტომებისა, განსხვავებული ჩვენებები. თუკი ეს პროცესი გაიწელა, არა იმიტომ, რომ ვიღაცას არ უნდა, რომ ეს პროცესი დამთავრდეს, არამედ იმიტომ, რომ პასუხები იყოს ზუსტი და არ დარჩეს შეკითხვა, რომელსაც არ ექნება შესაბამისი პროფესიონალური პასუხი". – თქვა მან შაქარაშვილის საქმის გამოძიების შეფასებისას.

გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისის ღამით დაიღუპა. ის 4 დღის განმავლობაში დაკარგული იყო. მაშველებმა მის ცხედარს 22 ივნისს, მდინარე არაგვში მიაგნეს. გამოძიება ამ დრომდე სასამართლო ექსპერტიზის პასუხს ელოდება. პროკურატურამ და შსს-მ საქმეზე გარკვეული ინფორმაცია გაავრცელეს, თუმცა, რჩება უამრავი კითხვა, რომლებზეც პასუხები არ არის და რომელთა მოძიებასაც მედია ცდილობს.

სწორედ მედიამ გაარკვია საქმეში შეცვლილი ჩვენებების, ასევე, საქმეში მესამე მანქანის შესახებ, რომლის შესახებაც გამოძიება არაფერს ამბობს.

მთავარი არხი იმასაც ამტკიცებს, რომ საქმეში ქუჩის ავტორიტეტი, ავთანდილ ბილანიშვილია ჩართული, რომელსაც, თავის მხრივ, ქართული ოცნების ხელისუფლება ხელს აფარებს, ვინაიდან ის ბერას ახლო მეგობარია. თუმცა, "კაწრო" არავის გამოუკითხავს.

კომენტარები