საზღვრის გახსნა

ჩიქოვანი: საქმიანი ვიზიტით ჩამოსულმა სტუმრებმა ყოველ 72 საათში PCR-ტესტი უნდა ჩაიტარონ

"საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით". – თქვა პრემიერის პრესპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე. 

მისივე თქმით, საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით.

ჩიქოვანი ამბობს, რომ ეს არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს. 

საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიტვასა და ესტონეთს საზღვარს უხსნის. 

კომენტარები