პოლიტიკა

ლუკაშენკო: აშშ-სთან მყარი და კონსტურქციული ურთიერთობები ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია

ლუკაშენკო და პომპეო
Reuters

"აშშ-სთან მყარი და კონსტრუქციული ურთიერთობები ბელარუსის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია", - წერს ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო დონალდ ტრამპისთვის აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ წერილში. 

"საერთო ღირებულებებზე და პრიორიტეტებზე დაფუძნებული კონსტურქციული და მყარი ურთიერთობები აშშ-სთან ბელარუსის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია", - ნათქვამია წერილში.

მისალოც წერილში ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ეკონომიკური, ფინანსური და საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერება და გაღრმავება ორივე ქვეყნის ინტერესებშია. ბელარუსის პრეზიდენტი ამბობს, რომ მინსკსა და მოსკოვში ორმხრივად დიპლომატიური წარმომადგენლობის ზრდა საერთო პროექტების ეფექტური რეალიზაციის წინაპირობა იქნება.

აშშ-სა და ბელარუსს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ნაწილობრივ 2008 წელს, აშშ-ს მხრიდან ბელარუსისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ გაწყდა. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ქვეყნები მიმდინარე წლის თებერვალში, ბელარუსში სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს შეთანხმდნენ. 

ლუკაშენკოსა და პომპეოს შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადებაც გაკეთდა, მათ შორის იყო შეთანხმება ამერიკული ნავთობის შეძენის შესახებ. ამერიკული ნავთობის პირველი პარტია ბელარუსში მაისში ჩავიდა.

მაიკ პომპეომ გამოთქვა აშშ-ს მზაობა სრულად უზრუნველყოს ბელარუსი საჭირო ენერგორესურსებით.

 

კომენტარები