მე არ ვიცი [კორონავირუსს პოლიტიკურ კონტექსტში] რატომ იყენებენ. მე 10 წელზე მეტია, რაც ამ ჯგუფის მხარდამჭერი ვარ, ქართული ოცნების, კორონა საერთოდ ხსენებაში არ იყო მაშინ და რატომ გვეთვლება ეს მინუსად, ან არაკორექტულ ქმედებად, არ ვიცი.
იგივე ბატონი კალოიანი, რომელიც ჩემზე არანაკლებ პოპულარული ექიმია და არანაკლებ მაღალი პროფესიონალი, რომელიც ღიად წავიდა პოლიტიკაში და დეპუტატობის კანდიდატია, მე მგონია. ან ძალიან ბევრი ცნობილი ექიმი, რომელიც ღიად დადის მათ კრებებზე და საარჩევნო კომპანიებში და ღიად უჭერს მხარს. მათ მიმართ რატომ არ არის კრიტიკა? მათ რამე დააშავეს? ჩვენ რატომ დავაშავეთ? ეს იყო ჩემი გააზრებული გადაწყვეტილება