კასპში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, ქალმა სახლში იმშობიარა, გარდაცვლილი ჩვილი კი საპირფარეშოში იპოვეს.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.