კასპის რაიონში, ე.წ. "მირიანის დასახლებაში", მამაკაცმა ყოფილ ცოლს ქიმიური ნივთიერებით ცოლის დაწვა სცადა და ადგილიდან მიიმალა.
IPN-ის ინფორმაციით, მამაკაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, ის ყოფილ მეუღლეს ემუქრებოდა, რის შემდეგაც სახის არეში ქიმიური ნივთიერება შეასხა.
მთავარის ცნობით, მამაკაცი ადგილიდან მიიმალა, ის ამ დრომდე იძებნება.
ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





