კასპი

ყოფილ ცოლს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და შემდეგ დაწვა სცადა - შსს-მ 1 პირი დააკავა

shutterstock

მამაკაცი, რომელმაც კასპში ყოფილ ცოლს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა, ხოლო შემდეგ მისი დაწვა სცადა დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული ზ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებულმა პირმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა ყოფილ მეუღლეს, 1991 წელს დაბადებულ თ.ლ.-ს, რის შემდეგაც ბენზინის შესხმით მის დაწვას შეეცადა - მომხდარის შემდეგ, ზ.ბ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი პირი სამედიცინო კლინიკაშია მოთავსებული.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ზ.ბ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის დღეს, 25 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კასპის რაიონში, ე.წ. "მირიანის დასახლებაში", მამაკაცმა ყოფილ ცოლს ქიმიური ნივთიერებით ცოლის დაწვა სცადა და ადგილიდან მიიმალა.

კომენტარები