დღევანდელი დღე არის გამარჯვება ყველასთვის, ვინც საქართველოს დემოკრატიული განვითარებით არის დაინტერესებული.
დღევანდელ დღეს ერთადერთი დამარცხებული ჰყავს – რადიკალური, დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიცია, რომელმაც უხეშად დაარღვია 8 მარტის შეთანხმება, უარი თქვა ელჩების მკაფიო მოწოდებების შესრულებაზე, ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა.
საზოგადოება უკვე მიჩვეულია, რომ სადაც მარცხდება ნაციონალური მოძრაობა, იმარჯვებს ქართული დემოკრატია, შესაბამისად, მათი ეს მარცხიც ქართული დემოკრატიის განვითარების კანონზომიერების ნაწილია
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების III მოსმენით მიღებაზე. ევროპულმა საქართველომ და ნაციონალურმა მოძრაობამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, რადგან ისინი 8 მარტის შეთანხმებისა და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების სრულად შესრულებას - პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვდნენ.