ტერორიზმი

კაცი, რომელმაც დიდ ბრიტანეთში 3 ადამიანი მოკლა და 3 დაჭრა, ლიბიელი მიგრანტია

20 ივნისს დიდი ბრიტანეთის ქალაქ რიდინგში 25 წლის ლიბიელი, ხაირი საადალა დანით თავს დაესხა პარკში მყოფ ადამიანებს. მან 3 პირი მოკლა, სამი კი დაჭრა. პოლიციამ ის შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება ტერორისტული თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს.

საადალა ბრიტანეთში თავშესაფრის საძიებლად ლიბიიდან ჩავიდა. MI5-ის განცხადების მიხედვით, ის მათი დაკვირვების ქვეშ იყო, როგორც პირი, რომელიც, შესაძლოა, საზღვარგარეთ "ესქტრემისტული მიზნებით" გამგზავრებულიყო. სადაზვერვო სამსახურებს მიაჩნდათ, რომ მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

ჯერჯერობით უცნობია, აქვს თუ არა კავშირი საადალასთან და მის მიერ მოწყობილ თავდასხმასთან რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციას. პოლიციას მიაჩნია, რომ საადალა მარტო მოქმედებდა.

კომენტარები