დღევანდელი განხილვებიდან და გამოსვლებიდან ჩანდა, რომ არსებობდა ძალიან მაღალი საფრთხე, პროცესები წასულიყო ნოემბრის სცენარით. როდესაც ოცნების ლიდერები გვარწმუნებდნენ, რომ ხმები იყო და სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ პროპორციული სისტემა ჩავარდა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ევროპული საქართველოს მხარდაჭერას და ოც ხმას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ დარბაზში, სწორი კლიმატის შექმნის და პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისთვის.
ამავე დროს, ჩვენი პოზიცია არის სრულიად მკაფიო. ჩვენ დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა, მაგრამ არ დავუჭერთ მეორე და მესამე მოსმენით ამ კანონპროექტს, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებას, არ გაათავისუფლებს გიორგი რურუას და ამით არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას.