არჩევნები 2020

ბოკერია: ივანიშვილი ეპყრობა ხალხს, როგორც ცუდი პატრონი შინაურ ცხოველს

დაკვეთა საზოგადოების არის ძალიან მკაფიო, ზოგს ეგონა, რომ ხალხს არ ესმის მაჟორიტარები, პროპორციული სისტემა. აქ არის ანგარიშვალდებულებაზე საუბარი, ის პრობლემა, რომელიც იყო იმ გუნდის დროს, რომლის წევრიც მეც ვიყავი, როდესაც იმხელა უპირატესობა ჰქონდა ერთ პოლიტიკურ ძალას, რომ გამაწონაწორებელი ფაქტორები არ მუშაობდა და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი ყველა პრობლემის.

ბიძინა ივანიშვილის დროს ამან შეიძინა კატასტროფული ხასიათი. არის ადამიანი, რომელსაც ფორმალურად ანგარიშვალდებული ძალა აქვს საზოგადოების წინაშე და მუდმივად ამცირებს საზოგადოებას, ეპყრობა ხალხს, როგორც ცუდი პატრონი შინაურ ცხოველს. როგორც თავის თანაგუნდელებს ამცირებს, უნდა, რომ საზოგადოებამ ეს წესი მიიღოს. საზოგადოება არ იღებს ამ წესს და ამაზე პასუხს შემდეგ არჩევნებზე გასცემს

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია.

კომენტარები