არჩევნები 2020

მდინარაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ჩვენი მხრიდან სიურპრიზი არ იქნება, დაბეჯითებით ვამბობ

საკონსტიტუციო ცვლილებებს არ შეექმნება არანაირი საფრთხე.

ნაცმოძრაობის და ე.წ ევროპული საქართველოს გარდა, ჩვენ ვიცით რამდენიმე დეპუტატი, რომლებიც ამ შემთხვევაში დათვლაში არ გვყავს შეყვანილი. როდესაც ვამბობთ, რომ მინიმუმ 116-117 ხმა უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა საკონსტიტუციო პროექტს, სათვალავში ისინი არ შედიან. 

ვინც განაცხადა, მათი ჩათვლით, საკონსტიტუციო პროექტს უნდა ჰქონდეს 117-კაციანი მხარდაჭერა, რა შემთხვევაშიც რისკი არის ნულზე დაყვანილი.

სიურპრიზები არ უნდა იყოს, თუ სიურპრიზები არ შემოგვთავაზა ჩვენმა რომლიმე ოპონენტმა. ჩვენი მხრიდან არანაირი სიურპრიზი არ იქნება, ეს შემიძლია, დაბეჯითებით და გარანტირებულად გითხრათ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნები 120/30-ზე სისტემით უნდა ჩატარდეს: იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმების მეორე ნაწილს არ შეასრულებს და პოლიტპატიმარ გიორგი რურუას არ გაათავისუფლებს, ენმ და ევროპული საქართველო კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

კომენტარები