არჩევნები 2020

ოპოზიციამ თბილისის ექვს ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა - სია

ოპოზიციამ თბილისის ექვს რეგიონში საერთო მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ დადასტურდა.

  • ვაკე - ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო).
  • გლდანი - ნიკა მელია (ენმ).
  • ისანი - გიორგი ვაშაძე (ახალი საქართველო).
  • სამგორი - ლევან ხაბეიშვილი (ენმ).
  • მთაწმინდა და კრწანისი- შალვა შავგულიძე (თავისუფალი დემოკრატები).
  • ნაძალადევი - შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია).

"თქვენი მონა-მორჩილი ბრუნდება თავის პოლიტიკურ აკვანში, ნაძალადევის რაიონში," - თქვა შალვა ნათელაშვილმა და აღნიშნა, რომ "ქართულმა ოპოზიციამ, საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა საკონსულტაციო ფორმატმა მიაღწია უპრეცედენტო, ეპოქალურ ერთობას".

დიდუბე-ჩუღურეთის და საბურთალოს ოლქებში ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი ჯერ არ წარუდგენია. ოპოზიცია აღნიშნავს, რომ კონსულტაციები გრძელდება.

კომენტარები