კონგრესმენების ანგარიში

კონგრესმენი: არ შევდრკებით პუტინის მოკავშირეებთან ბრძოლაში, მათ შორის არც საქართველოში

MSNBC.com

რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებას წარსულშიც აკრიტიკებდა, აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის განცხადებას ტყუილს უწოდებს. 

რესპუბლიკური პარტიის შემსწავლელი ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ, სადაც ეწერა, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პუტინის უახლოესი მოკავშირეა, დავით ბაქრაძემ თქვა, რომ დოკუმენტზე ხელის მომწერთა ნახევარი არ იცნობს ან არ იზიარებს აბზაცს, რომელიც ივანიშვილს ეხება. 

"ვნახე ქართულ პრესაში ეს სტატია რესპუბლიკური პარტიის შემსწავლელი კომიტეტის მიერ შექმნილ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ. შეცდომას ნუ დაუშვებთ, ეს ტყუილია. მე და ჩემი კოლეგები რესპუბლიკური პარტიის შემსწავლელ კომიტეტში თავისუფლების დამცველები ვართ და არ შევდრკებით პუტინის მოკავშირეების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის არც საქართველოში", - წერს მალინი Twitter-ზე. 

11 ივნისს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის 147-წევრიანი რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა (RSC) გამოაქვეყნ ანგარიში სახელწოდებით, "ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა".

ანგარიშში წერია, რომ აშშ-მ უნდა გააფართოოს სანქცირებული ადამიანების სია, რომელმაც, თავის მხრივ, უნდა მოიცვას ისეთი ოლიგარქები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ეხმარებიან. ასეთ ადამიანად მათ შორის მოხსენიებულია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. 

რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, ივანიშვილი პუტინის "ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული". 

ანგარიშს ხელს აწერს 13 კონგრესმენი: მაიკ ჯონსონი, ჯო უილსონი, რობ უიტმენი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, კლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ კრენშოუ, ბრაიან სტილი და მაიკლ უოლტზი. 

კომენტარები