კონგრესმენების ანგარიში

სამადაშვილი: ივანიშვილი უკვე ღიად გახდა სანქციების სამიზნე აშშ-ის კონგრესის მხრიდან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი გუშინ, 10 ივნისს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება და ამბობს, რომ თუ ივანიშვილი არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმების ყველა პირობას და არ ჩაატარებს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს, რისკის ქვეშ დააყენებს საკუთარ მომავალს, რადგან ის უკვე ღიად გახდა სანქციების სამიზნე, აშშ-ის კონგრესის მხრიდან.

"ეს არ არის უბრალოდ განცხადება, ეს არის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მომზადდა ძალიან გავლენიანი ჯგუფის მიერ ამერიკის კონგრესში. ეს განცხადება ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ ბიძინა ივანიშვილს დარჩა ერთადერთი გზა, ეს გზა არის, პირველ რიგში, 8 მარტის შეთანხმების ყველა პირობის შესრულება, ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანია არჩევნების ჩატარება და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შედეგების უპირობოდ მიღება". - ამბობს სამადაშვილი. 

13 რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ივანიშვილი პუტინის "ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული". 

გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აშშ-მა უნდა გააფართოოს სანქცირებული ადამიანების სია, რომელმაც, თავის მხრივ, უნდა მოიცვას ისეთი ოლიგარქები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ეხმარებიან. ასეთ ადამიანად, მათ შორის, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია მოხსენიებული. 

ამერიკელი კონგრესმენების ანგარიში სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები