არჩევნები 2020

კაპანაძე: ვაპირებთ კონცენტრირებას მაჟორიტარებზე და სხვა იდეას არ განვიხილავთ

"არის მრავალი პოლიტიკური პარტია და არის ამომრჩეველი, რომელსაც განსხვავებული მრავალფეროვანი შეხედულება გააჩნია. ამ ეტაპზე ერთიანობისთვის ყველაზე სწორი გზავნილი არის და იქნება მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმება ჯერ თბილისში და შემდეგ სხვაგან. ამიტომ ჩვენ ამაზე ვაპირებთ კონცენტრირებას და სხვა იდეას არ განვიხილავთ. აქვე მინდა დავამატო, იმედი მაქვს, რომ ეს განცხადება არ გაკეთებულა იმიტომ, რომ მერე საბაბად იყოს გამოყენებული, რათა მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა გაემიჯნოს მაჟორიტარების შეთანხმების პროცესს".

ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე გამოეხმაურა 2020 წლის არჩევნებისთვის ერთიანი ოპოზიციური სიის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წინადადებას .

კომენტარები