კორონავირუსი

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 400 000-ს გადაცდა

2019-nCoV
niaid

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 400 000-ს გადაცდა. სულ კორონავირუსი ოფიციალურად დაუდასტურდა 7 მილიონზე მეტ ადამიანს, აქედან ნახევარზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე მეტი ინფიცირებული (1 990 046) და დაღუპული (112 113) ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს. დაავადებულთა რაოდენობით მეორე ადგილზე ბრაზილიაა (676 494), ხოლო გარდაცვლილების - დიდი ბრიტანეთი (40 465).

ინფიცირებულთა რაოდენობით ათეულში ასევე არიან რუსეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი, იტალია, პერუ, გერმანია და ირანი. რაც შეეხება გარდაცვლილებს, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, ყველაზე მეტი ადამიანი ბრაზილიაში (36 044), იტალიაში (33 846), საფრანგეთში (29 142), ესპანეთში (27 135), მექსიკაში (13 511), ბელგიაში (9,595), გერმანიასა (8 770) და ირანში (8 281) გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ თუ მილიონ მოსახლეზე დავთვლით, ეს მონაცემი იცვლება და მსოფლიოში ყველაზე მეტი გარდაცვლილი ერთ მილიონ მოსახლეზე ბელგიას (828), დიდ ბრიტანეთს (596), ესპანეთს (580), იტალიას (560), შვედეთს (462), საფრანგეთს (447), ნიდერლანდებს (351), ირლანდიას (340), აშშ-ს (339) და შვეიცარიას (222) ჰყავს, ასევე ორ ჯუჯა სახელმწიფოს - ანდორას და სან მარინოს.

კომენტარები