საქართველოს მთავრობა

წულუკიანი: არავინ არსად მიდის, გახარია ჩვენს გუნდს არჩევნებში გამარჯვებამდე მიიყვანს

თეა წულუკიანის მტკიცებით, 3 ივნისს მედიებით გავრცელებული ცნობა, რომ გიორგი გახარია პრემიერის პოსტს ტოვებს, ოპოზიციის და მისი მედიებით გავრცელებული ყალბი ინფორმაციაა.

"არავინ არსად არ მიდის, ბატონი გახარია არის საქართველოს პრემიერმინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე იმ არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს შედგება. ჩვენ ყველანი ვრჩებით იქ, სადაც ამჟამად გვხედავთ და ვართ და ეს იქნება ის გუნდი, რომელიც არა მხოლოდ პანდემიას დაამარცხებს, უვიზო რეჟიმი როგორც მოვიტანეთ, ისე მოიტანს ქვეყნისთვის უფრო მეტ ევროპულ ინტეგრაციას, არამედ ეს იქნება სახელისუფლებო გუნდი მთავრობაში, პარლამენტში, რომელიც მორიგჯერ გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნებით დაამარცხებს იმ პრობლემას, რომელსაც ჰქვია ფეიკ ნიუსების შემქმნელი ოპოზიცია და მათი მედიები", - თქვა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები