რუსეთი

Bloomberg: წლის მეორე კვარტალში რუსეთის ეკონომიკა 16%-ით შემცირდება

ბიზნეს გამოცემა Bloomberg-ის პროგნოზით, წლის მეორე კვარტალში რუსეთის ეკონომიკა 16%-ით შემცირდება, რაც ადრეული 1990-იანი წლების შემდეგ ყველაზე ცუდი კვარტლური მაჩვენებელია. 

გამოცემის პროგნოზი რუსეთი ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა. კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე, რუსეთში ეკონომიკური აქტივობა და მოსახლეობის შემოსავლები მკვეთრად შემცირდა. 

ანალიტიკოს, სკოტ ჯონსონის ცნობით, შემზღუდავი ნორმები მკვეთრად უარყოფითად აისახება მშპ-ს ზრდის ტემპებზე და კვარტლური კლება 2008-2009 წლები გლობალური ფინანსური კრიზისის დროინდელ მაჩვენებელს გადააჭარბებს.

გამოცემის ანგარიშით, აპრილში, როდესაც რუსეთში უქმე დღეები რეჟიმი მოქმედებდა მშპ მეოთხედით შემცირდა. კალკულაციისას გამოცემა რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების მონაცემებს იყენებს, რისი თვიური გაანგარიშების შედეგადაც შესაძლებელი ხდება მშპ-ს ზრდის ტემპების მიახლოებით პროგნოზირება. 

აპრილში ახალი მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები 72%-ით დაეცა, რაც ამგვარი სტატისტიკის წარმოების ისტორიაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. IHS Market-ის ცნობით, რუსეთის დამმუშავებელი მრეწველობის აქტიური საქმიანობის ინდექსი 1997 წლის დონემდე დაეცა. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აპრილში რუსეთის ეკონომიკა 28%-ით შემცირდა, თუმცა ეს ნომინალში გამოსახული მაჩვენებელია. რაც შეეხება რეალურ შემცირებას, რომელიც მიმდინარე ფასების მიხედვით გამოითვლება კლება დაახლოებით, 20%-ია.

წლის პირველ კვარტალში მპს-ს ზრდამ 1,6% შეადგინა, რაც პროგნოზირებულ მაჩვენებელზე უმნიშვნელოდ ჩამოუვარდება. 

კომენტარები