2020 წელს გარდაცვლილები

94 წლის ასაკში, ფრანგი მსახიობი მიშელ პიკოლი გარდაიცვალა

Hollywood Reporter

94 წლის ასაკში, ფრანგი მსახიობი მიშელ პიკოლი ინსულტით გარდაიცვალა.

70-წლიანი კარიერის განმავლობაში პიკოლიმ 200-ზე მეტი როლი შეასრულა. მუშაობდა ისეთ რეჟისორებთან როგორებიც ჟან-ლუკ გოდარი, ჟან რენუარი, რენე კლერი, ლუი ბუნუელი, როჟე ვადიმი, ალფრედ  ჰიჩკოკი და ლეო კარაქსი არიან. 

1980 წელს ფილმში Salto nel vuoto შესრულებული როლისთვის გახდა კანის კინოფესტივალის გამარჯვებული. 1982 წელს ბერლინის კინოფესტივალზე მიიღო ვერცხლის დათვი.

კომენტარები