2020 წელს გარდაცვლილები

50 წლის ასაკში შოტლანდიელი მოდელი სტელა ტენანტი გარდაიცვალა

ტენანტის კარიერა 1993 წელს დაიწყო. იგი თანამშრომლობდა ისეთ ფოტოგრაფებთან, როგორებიც სტივენ მეისელი და ბრიუს ვებერი არიან. სხვადასხვა დროს იყო Chanel-ის, Burberry, Hermes, Calvin Klein-ის სახე.

50 წლის ასაკში შოტლანდიელი მოდელი სტელა ტენანტი გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ოჯახი ავრცელებს.

"დიდი მწუხარებით გატყობინებთ, რომ 22 დეკემბერს სტელა ტენანტი გარდაიცვალა". – წერია ოჯახის განცხადებაში.

სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, პოლიციის განცხადებით, მოდელი საეჭვო ვითარებაში არ გარდაცვლილა და ექსპერტიზის შედეგები უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება.

ტენანტის კარიერა 1993 წელს დაიწყო. იგი თანამშრომლობდა ისეთ ფოტოგრაფებთან, როგორებიც სტივენ მეისელი და ბრიუს ვებერი არიან. სხვადასხვა დროს იყო Chanel-ის, Burberry, Hermes, Calvin Klein-ის სახე. მოდელი არაერთხელ მოხვდა ისეთი გამოცემების ყდაზე, როგორებიცაა Vogue, Harper's Bazaar და Numero. 2012 წელს ტენანტი ლონდონის ოლიმპიადის გახსნაში იღებდა მონაწილეობას.

 

 

კომენტარები