2020 წელს გარდაცვლილები

ჟოფრეი დე პეირაკის როლის შემსრულებელი რობერ ოსეინი კორონავირუსით გარდაიცვალა

31 დეკემბერს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგი მსახიობი და რეჟისორი რობერ ოსეინი. სიკვდილის მიზეზი ახალი კორონავირუსით გამოწვეული გართულებები გახდა.

მსახიობს 100-ზე მეტ ფილმში აქვს ნათამაშები. საყოველთაო პოპულარობა „ანჟელიკას“ ფილმებში გრაფ ჟოფრეი დე პეირაკის როლმა მოუტანა. შესრულებული აქვს როლები სურათებში „ცის ქუხილი“, „მეორე ჭეშმარიტება“, „პროფესიონალი“.

გარდა ამისა ოსეინი 20-ზე მეტი ფილმის ავტორია. მის ნამუშევრებს შორისაა „ვარდნის წერტილი“ და ვიქტორ ჰიუგოს კლასიკური რომანის, „საბრალონის“ ერთ-ერთი ეკრანიზაცია.

ოსეინი თეატრშიც მუშაობდა. იგი 1970-1979 წლებში რეიმსის ეროვნული თეატრის ხელმძღვანელი იყო. 

კომენტარები