საგანგებო მდგომარეობა

გასულ ღამეს კომენდანტის საათის დარღვევისთვის 3 000 ლარით კიდევ 109 ადამიანი დააჯარიმეს

CNN

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შეზღუდვების დარღვევისთვის კიდევ 132 ადამიანი დააჯარიმეს. აქედან 109 - ე.წ. კომენდანტის საათის დროს ქუჩაში ყოფნისთვის.

გარდა ამისა, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 10 მოქალაქე დააჯარიმეს, ხოლო 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობისთვის - 13.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს" - აცხადებს შსს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 3 000 ლარია, ხოლო იურიდიული პირისთვის – 15 000. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს, ხოლო კომენდანტის საათი - 31 მარტიდან.

კომენტარები