ავღანეთი

ქაბულში "ექიმები საზღვრებს გარეშე"-ს საავადმყოფოზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

Reuters

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის, ექიმები საზღვრებს გარეშე, საავადმყოფოზე შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა მოაწყვეს.

დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. თალიბანმა თავდასხმასთან კავშირი უარყო.

საავადმყოფო 100 პაციენტზეა გათვლილი. თავდასხმის დროს კლინიკას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სტუმრობდა. მობილიზებულია ქვეყნის უშიშროების ძალები.

ვარაუდობენ, რომ თავდასხმის უკან ე.წ. ისლამური სახელმწიფო დგას. ავღანეთში დაჯგუფების განშტოებამ გასულ თვეებში რამდენიმე თავდასხმა მოაწყო. 11 მაისს ქვეყნის უშიშროების ძალებმა დაჯგუფების 3 წევრი, მათ შორის მათი რეგიონული ლიდერი დააკავეს, გასულ კვირას კი მოკლეს მათი რამდენიმე წევრი, რომლებიც ქაბულში მომხდარ თავდასხმებში იყვნენ ეჭვმიტანილები.

კომენტარები