კორონავირუსი რუსეთში

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსი 10 000-ზე მეტი ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსი 10 633 ადამიანს დაუდასტურდა. ეს ქვეყანაში ერთ დღეში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სულ, ოფიციალურად, რუსეთში 134, 687 პირია ინფიცირებული. ქვეყანამ დადასტურებული შემთხვევებით გაუსწრო თურქეთსაც და მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა აშშ-ის, ესპანეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის შემდეგ.

სულ რუსეთში ოფიციალური მონაცემებით 1 280 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით, გამოჯანმრთელდა - 16 639. მძიმე ან კრიტიკულ მდგომარეობაშია 2300 პაციენტი.

კორონავირუსით დაინფიცირდა რუსეთის პრემიერმინისტრიც, რომელიც ოფიციალურად, Covid 19-თან ბრძოლას უძღვებოდა. რუსეთის მთავრობის იმ წევრებს, ვისაც პრემიერმინისტრთან კონტაქტი ჰქონდათ, ტესტი ჩაუტარდათ.

კომენტარები